სამადაშვილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: მსგავსი სპეცოპერაცია,პრემიერის ნებართვის გარეშე ვერ ჩატარდებოდა

 

 

"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მსგავსი სპეცოპერაცია ვერ ჩატარდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე, იმიტომ რომ უმაღლესი პოლიტიკური დონის შეთანხმებას მოითხოვს მსგავსი სპეცოპერაცია,“ – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი განცხადებით აღნიშნული საქმის გამო თანამდებობიდან უნდა გადადგეს შსს-ს მინისტრი და სუსის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

"24 საათი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიიდან დაიკარგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და შემდგომ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება, დღეს აქ პარლამენტშიც დავინახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს არანაირი ინტერესი არ აქვთ დაადგინონ სიმართლე. მიგვაჩნია, რომ ის რაც მოხდა რაც სრულიად ნათელი მაგალთია იმის, რომ საქარველოში სრულიად ჩამოიშალა უშიშროების და უსაფრთხოების სისტემა პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

რეალურად საქართველო ბრუნდება, იმ ბნელ წარსულში, როდესაც ქუჩიდან ხალხი გატაცება იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ დღევანდელი ხელისუფლება ყველა შემთხვევაშია პასუხისმგებელი. თუ მის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაშინ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომელიც უნდა გამოიძიონ.

თუ ჩვენი სამართალდამცველები არ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში მაშინ ჩვენს ქვეყანაში სრულაიდ ჩამოშლილია უსაფრთხოების სისტემა და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თბილისის ქუჩებიდან გაიტაცონ დღეს ან ხვალ. ერთადერთი ადეკვატური პასუხი და მოთხოვნაა შსს-ს მინისტრი და სუსის ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადაყენება თანამდებობიდან . ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მიადგა უზარმაზარი დარტყმა ,იმით რაც მოხდა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად