სამადაშვილი: ასეთი სისასტიკე ხალხზე არ მახსენდება 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ

აქციის დაშლის მიუხედავად, პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან. “ნაცმოძრაობის” ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ასეთი სისიატიკე მას არ ახსოვს 1989 წლის 9 აპრილის მერე.

სალომე სამადაშვილი: არ გვაქვს ინფორმაცია დაშავებულებისა და დაკავებულების შეასხებ. აცხადებენ ინფორმაციიას იმ დამიანების შესახებ, რომლებიც დაკავებულები არიან.

ასეთი ძალადობა საკუთარ ხალხზე მე არ ვიცი არ მახსენდება 1989 წლის 9 აპრილის მერე, არ გვახსოვს, ასეთი სისასტიკე. ეს არის უბრალოდ  გაუქმება ქვეყანაში ყველანაირი დემოკრატიული პროცესის. წაგვართვეს ყველანაირი არჩევანის უფლება” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ წყლის ჭავლით დაშალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად