სამადაშვილი: 2020 წელი ჩვენ სახელმწიფოში ივანიშვილის მმართველობის უკანასკნელი წელიწადი იქნება

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

„20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების, თუ გინდა დამხობა დაარქვით, თუ გინდათ გადადგომა დაარქვით, თუ გინდათ ჩამოშლა დაარქვით.
დამხობა არის ხელისუფლების, როდესაც მოხდება ძალიან სერიოზული შეცდომა, როდესაც დანაშაულს ჩაიდენს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, როგორც ეს გააკეტა 20 ივნისს გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა, თვალები დათხრა საკუთარ მოქალაქეებს, და ამის შემდეგ, დიახ, ასეთ ხელისუფლებას უწევს ძალაუფლების დატოვება და ამას ქვია დამხობა, ხელისუფლების. დამხობა არ ნიშნავს მაინცდამაინც რევოლუციურ გადატრიალებას.
ვისაც რევოლუცია ელანდება და რევოლუციის ეშინია, შეიძლება ის ასეთ ინტერპრეტაციას უკეთებს, მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ 20 ივნისის მოვლენებს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, ჩვენ ქვეყანაში. ეს მოჰყვება, წელს მოჰყვება, აი ახლა, როდესაც დაიწო 2020, ეს წელიწადი იქნება უკანასკნელი წელიწადი ივანიშვილი მმართველობის ჩვენ სახელმწიფოსი. მაგრამ, ჩვენს წინაშე არის ამოცანა, ეს მოხდეს უმტკივნეულოდ“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად