სალუქვაძე: რუსეთს საბერძნეთის მიწები ოკუპირებული არ აქვს და გამართლება, რომ ეს ასამბლეა იქაც ტარდება არასწორია

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამეტო ასამბლეა პარლამენტში არ უნდა ჩატარებულიყო. მისი თქმით, ამის გამართვას ერთადერთი გამართლება ის ექნებოდა თუ ორგანიზატორები ოკუპაციის შესახებ ყველას თანდასწრებით იტყოდნენ. სალუქვაძე იმასაც ამბობს, რომ იმით გამართლება, რომ ასამბლეა საბერძნეთშიც ტარდება არასწორია, რადგან რუსეთს საბერძნეთის ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს.

ამის შესახებ ამირან სალუქვაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა, რომელმაც ამასთან სპეცრაზმის ინსტრუქციებზეც ისაუბრა, რაც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

“პოლიციასა და სპეცრაზმს გააჩნია თავისი ინსტრუქციები, თუ როგორ მოქმედებენ დაშლის დროს, ან სხვადასხვა სიტუაციებში. ჩვენი კანონმდებლობა მსგავს ვითერებაში არ ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. მათ გააჩნიათ პირადი აღჭურვილობა, ფარები, ხელკეტები და შემდეგ არის აღჭურვის საშუალებები, ეს არის გაზი, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ხმაურს ახორიცელებენ და ა. შ. ეს ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. იქ რა საფრთხეც არ უნდა შეექმნას სპეცრაზმელს არ გამოიყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, თუ გამოიყენებს ის გასულია კანონის ფარგლებიდან. მაგიტომ არის, რომ 80-ზე მეტი სპეცრაზმელი იყო დაშავებული”, – ამბობს სალუქვაძე.

მანვე კომენტარი მართლმადიდებელთა ასამბლეაზეც გააკეთა:

“რაც შეეხება გავრილოვს, ცხადია ის იქ, პარლამენტის შენობაში არ უნდა ჩატარებულიყო. ერთადერთი რაც ვთქვი რომ თუ იყო მოტივაცია, რომ ყველას თანდასწრებით ეთქვათ ოკუპაციის შესახებ ორგანიზატორებს, ვკითხოთ ეს ორგანიზატორებს. მოტივი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვერ მართლდება იმით, რომ საბერძნეტში ტარდებოდა და ა. შ. საბერძნეთის მიწები რუსეთს არ აქვს ოკუპირებული”, – თქვა ამირან სალუქვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...