სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებზე: ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში  მოქალაქის სტატუსს აზიარებს, რომელიც ჟურნალისტებს, შატილში, ხევიდან გარდაცვლილების ცხედრების ამოსვენების კადრების გაშვებისთვის აკრიტიკებს.

სალომე ზურაბიშვილი მოქალაქის მოსაზრებას იზიარებს და ჟურნალისტებს აკრიტიკებს:

“სრულიად ვიზიარებ… მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს. ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ: 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად