სალომე ზურაბიშვილი: ჟენევაში მხოლოდ წასვლით და უკან დაბრუნებით, არ უნდა დავკმაყოფილდეთ 

“დღესდღეობით, უკანონო ბორდერიზაციის, ტერიტორიების ოკუპაციის, მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის ფაქტები რუსეთს აშკარა წინააღმდეგობაში აყენებს იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად”.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება, რაც პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოლაპარაკებების ფორმატში უნდა გამოიხატოს.

„დღესდღეობით უკანონო ბორდერიზაციის, ტერიტორიების ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის, მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, ოჯახებისა და სოფლების გამიჯვნის ფაქტები რუსეთს აშკარა წინააღმდეგობაში აყენებს იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს უდევს საფუძვლად და უფრო მეტიც ევროპულ ურთიერთობებს: საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას, გადაადგილების თავისუფლებას. ამდენად, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა, ჩვენი ლიეტუველი და ბალტიელი მეგობრების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა მათთან მოლაპარაკებების ფორმატი განვაახლოთ, რამაც პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა შეიძინოს; ჟენევაში მხოლოდ წასვლით და უკან დაბრუნებით, არ უნდა დავკმაყოფილდეთ “, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...