სალომე ზურაბიშვილი: თუ ევროპული საქართველო გვინდა, მონური შრომის პირობები უნდა გაუქმდეს

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას შეძლებს.

როგორც ზურაბიშვილმა „აიპრესს“ განუცხადა, ახალი ინიციატივებია მისაღები იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპულ საქართველოდ გარდაიქმნას. მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტების შესაბამისი შრომის კოდექსის მიღება.

„ვფიქრობ, მომავალი მოწვევის პარლამენტში მოიძებნებიან ისეთი პირები რომლებიც ჩემს ინიციატივებს დაეთანხმებიან და ასევე მეც დავეთანხმები მათ. ვგულისხმობ ისეთ ინიციატივებს, რომელიც ჩემთვის არის ევროპული საქართველო. ახალი ინიციატივებია საჭირო იმისთვის რომ საქართველო ევროპული საქართველო გახდეს, რომელზეც ახალგაზრდები ოცნებობენ.

განსაკუთრებული პრობლემებია ადამიანის დაცულობასთან დაკავშირებით. ეს ეხება მაგალითად შრომის კოდექსს, ის მოქმედებს ისევ ძველი ფორმით, რაღაც განახლება მოხდა, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის, რომ მონური შრომის პირობები არ იყოს. ასევე არ უნდა იყოს განსაკუთრებული პრივილეგიები უცხოელი ინვესტორებისთვის, ეს სრულიად მიუღებელია თუ ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქე დაცული უნდა იყოს.

აუცილებელია ევროპული სტანდარტების მიღწევა. ეს ასევე ეხება სუსრსათის უვნებლობას. ასევე საჭიროა ხმაურის მიმართ დაცულობა, უნდა იყოს მიღებული ის კანონი რომელიც მისაღები იყო და არ მიიღეს. ის არა მარტო მიღებული, არამედ იმპლემენტირებულიც უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში.

სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად