სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი

ჩემგან არავის მოუსმენია სიძულვილის არც ერთი სიტყვა, შეიძლება დღეს ან წარსულში პოლიტიკური კრიტიკისთვის მიმიმართავს, მაგრამ ეს ბუნებრივია და აზრთა სხვადასხვაობისთვის აუცილებელიც არის, – ამის შესახებ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდადტმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხდა.

სიძულვილის ენა ჩემთვის უცხოა, ამ კუთხით მე ვარ ნამდვილი ქართველი, რადგან ქართული კულტურა ზრდილობით იწყება. ეს ყველას, პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ ახალგაზრდებს მაგალითი მივცეთ, როგორ უნდა განვეწყოთ ერთმანეთისადმი, თუ გვსურს ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას.

გამთლიანებაზე ლაპარაკი ზედმეტია თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთი არ ვლანძღოთ, სულიერად არ ვკლათ. მე ვიქნები ყველა მოქალაქის და არა რომელიმე ჯგუფის პრეზიდენტი. სხვა თანამედროვე და ცივილური ფორმა ქვეყნის მართვისა არ არსებობს, თუ მის სათავეში არ არის ადამიანი, რომელიც ამის მაგალითის მომცემი შეიძლება იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად