სალომე ზურაბიშვილი: საპარლამენტო არჩევნებში ჩავერთვები

პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთვები, რაც 90%-ით არჩევნებში ჩართვას ნიშნავს, – ამის შესახებ "საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანის GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ჯერ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკურ პროცეებში "საქართველოს გზის" სახელით მიიღებს თუ არა მონაწილეობას. 

“როცა შედიხარ არჩევნებში, სადაც პრაქტიკულად ყველა ფრონტზე ძალიან დიდი ფული ტრიალებს, საკმაოდ დამაფიქრებელია, მაგრამ მე მოქმედების აქტიურ ფაზაში გადავდივარ. ვინმეს კვოტით არჩევნებში მონაწილეობა ჩემი სურვილი არ არის. საჭიროა, ქვეყანაში დამოუკიდებელი კონსტრუქციული ძალა არსებობდეს. ახალ პარტიას ალბათ არ შევქმნი. ძველ პარტიას რამდენად გამოვიყენებ, ესეც არ გადამიწყვეტია, მაგრამ რა ფორმატით მივიღებ მონაწილეობას, ამ განცხადებას ოფიციალურად გავაკეთებ“,-აღნიშნა ზურბაიშვილმა პოლიტიკური გეგმების შესახებ კითხვის კომენტირებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...