სალომე ზურაბიშვილი: სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ

“სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც შინდისის გმირები 2008 წელს იბრძოდნენ. თავდადებისთვის მზადყოფნა ჩვენი ეროვნული სულისკვეთებაა. საქართველო აქამდე სწორედ ამ თავდადებამ მოიყვანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“სამშობლოსათვის დაღუპულთა პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათი თავგანწირვის მაგალითზე შენდება ჩვენი ქვეყნის მომავალი.

როგორც უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად