სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის რანგში პირველად სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს დახურულ კარს მიღმა ხვდება. მოგვიანებით დაგეგმილია მოსამართლეებისა და პრეზიდენტის შეხევდრაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით , ეს არის პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი ვიზიტი, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებს.

სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი მოინახულა და საქართველოს კონსტიტუციის პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტო გამოფენა დაათვალიერეა.

პრეზიდენტმა და თავმჯდონარემ მედიას კომენტარი არ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...