სალომე ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც

„რადგან კასპში ვართ და ძალიან ახლოს საზღვართან, პრაქტიკულად, ლამისყანიდან უკვე ჩანს რუსი ჯარისკაცებიც და დროშაც“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, კასპში, წინასაარჩენო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

„აქ საჭიროა დავინახოთ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის როლი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ ყოველდღიურად თუ ყოველ მეორე დღეს გატაცებული ადამიანები არიან და მათ ბედზე არ ვიცით, რა ბედი ეძლევათ მათ და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშავოთ. მე ვთქვი ერთი რამ, რომ მხოლოდ წივილ-კივილი და განცხადებები ამას არ შველის. საჭიროა ოფიციალური განცხადებები, მაგრამ, საჭიროა ქმედებები და ეს უნდა მოხდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ როგორ შეიძლება ჩვენ მათ უფრო მეტი ვთხოვოთ, უფრო მეტი ჩარევა და რაღაცნაირად, ის სიტუაცია, რომელიც არის დროებითი, ოკუპირებული ტერიტორიები იქნება დროებითი, მაგრამ მანამდე ჩვენ მეტი უსაფრთხოება მივანიჭოთ ჩვენ მოქალაქეებს ამ ადგილზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...