სალომე ზურაბიშვილი: მაჟორიტარული არჩევნების მომხრე ვარ

თბილისის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, რადგან ეს სისტემა უკეთესად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. 

"მე მაჟორიტარული არჩევნების მომხრე ვარ, რადგან პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები ამომრჩევლისგან ბევრად უფრო ჩამოშორებული არიან. მათ შორის დისტანცია არსებობს, რადგან ამ შემთხვევაში პარტიული სტრუქტურები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ამომრჩევლის ნება. ეს ჩემი პოზიციაა. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც და ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად