სალომე ზურაბიშვილი: ლომჯარიას ხმა არ მივეცი, ნეო ნაცს ხმას არ მივცემ

პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, ხმა ვერ მისცა ვერც გიორგი ფოფხაძეს.

"არ მივეცი ხმა ლომჯარიას (ნეო ნაცს არ მივცემ) წინააღმდეგი ხუთიდან ერთი ხმა ჩემია.. და სამწუხაროდ ვერ მივეცი ხმა ფოფხაძეს (პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს არ მივცემდი … ამიტომ თავი შევიკავე ) თორემ ძალიან დამაჯერებელი გამოსვლა ჰქონდა",- წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა კენჭისყრის შედეგით, 96 მომხრე 5 წინააღმდეგი.

რაც შეეხება ომბუდსმენობის მეორე კანდიდატს გიორგი ფოფხაძეს, რომლის კანდიდატურაც "პატრიოტთა ალიანსმა" დააყენა, მან კენჭისყრის შედეგებით, 20 დეპუტატის მხარაჭერა მიიღო, 27 კი, მის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად