სალომე ზურაბიშვილი: კადიროვის მუქარას ჯერ არ ვაფასებ – ველოდები გამოძიების დასრულებას

კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა, რამზან კადიროვის მიერ გაკეთებულ განცხადება.

ჟურნალისტების კითხვას, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი? რუსეთი არაფერ შუაშია? პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა. ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი.

მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, სანამ არ იქნება დამთავრებული გამოძიება. რაშიც უნდა იყოს ჩართული ყველა და თუ საჭირო არის, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.

კადიროვის მუქარას ჯერ არ ვაფასებ, ველოდები გამოძიების დასრულებას” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსნებთ, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქართველ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ემუქრება და აცხადებს, რომ სჯობს მან მუხლებზე დაიჩოქოს და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადოს. კადიროვი განცხადებას ტელეგრამის მეშვეობით ავრცელებს. ასევე, კადიროვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის საქართველოში დაკავებას ეხმაურება.

ცნობისთის,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად