სალომე ზურაბიშვილი ირინა ენუქიძის დაჯილდოებაზე: ირინა, ბოდიშს გიხდი ყველასგან!

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილოების ფაქტს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ჯილდოების ქვეყანა!

ირინა ! ბოდიშს გიხდით ყველასგან და ყველას მაგივრად! როგორც დედა იმდენი მესმის, რომ აქაც და იქაც თქვენი ერთადერთი ჯილდო თქვენი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების გამომჟღავნება და დასჯა იქნებოდა და ეს თუ ვერ კეთდება დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციაა… ამისთვის ბოდიში",- წერს ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად