პრეზიდენტი: გიორგი ანწუხელიძის მაგალითზე ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის იუბილეს სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ მის მაგალითზე საქართველოს მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს.

“დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს”,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა. ის ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძე  ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა რუს ოკუპანტებს, აწამებდნენ და აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა. ანწუხელიძე არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...