სალომე ზურაბიშვილი: გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპისთვის მიმზიდველი ქვეყანა

ქვეყანაში სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი უჯარმისა და ახტალის კურორტებს ესტუმრა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდიდარია ასეთი კურორტებით და მხოლოდ გურჯაანის რაიონში 44 სხვადასხვა სამკურნალო წყალია, რაც ადასტურებს საქართველოსათვის თერმულ წყლებთან დაკავშირებული საკურორტო ზონების განვითარების მნიშვნელობას, იმისათვის, რომ მათგან ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ.

,,გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ გასაჯანსაღებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკვე ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაშიაგაერთიანებული და არსებობს შესაბამისი ტურისტული გზებიც.

,,ეს ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული რესურსია, რომელიც უნდა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ავითვისოთ. ამაზე უნდა ვზრუნავდეთ ყველა ჩვენ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები
იტვირთება...