საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერით” ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს ჯოზეგფ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ფიცის დადებას ულოცავს.
„დღეს ისტორიისა და იმედის დღეა“.
ბრიუსელიდან, სადაც ვისაუბრებ საქართველოსა და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე, მინდა გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.
დღეს აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისა და თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია!” – სალომე ზურაბიშვილი.