სალომე ზურაბიშვილი: დავუტოვოთ მათ უფლება ილანძღონ და ჭამონ მწარე წიწაკები

ამის შესახებ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელსაც "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო უჭერს მხარს. 

"თქვენი მხარდაჭერა მჭირდება ახლა, რადგან აქტიურად მიმდინარეობს ჩემი ლანძღავა-გინების კამპანია. ვიღაცეები ფიქრობენ, რადგან ქალია და ა. შ ადვილად შეიძლება მისი გატეხვა, მაგრამ ეს ასე არ არის, ვინც უფრო დინჯათ არის ის უფრო შორს მიდის, ამიტომ დავუტოვოთ მათ უფლება ილანძღონ და ჭამონ მწარე წიწაკები", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კამპანია "წიწაკა-ჩელენჯი – არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს!" დაიწყო და პირდაპირ ეთერში წითელი წიწაკა შეჭამა. ასევე,  "რუსთავი 2"-ის ცნობილ სახეებს მოუწოდა "ჭამეთ წიწაკა და იყავით პატრიოტები". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...