სალომე ზურაბიშვილი: ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს

ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა.

საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობის გაუმჯობესებას ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტატისტიკა ადასტურებს. ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და არ დგება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სარჩელების რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა. ამავე დროს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მაჩვენებლის ზრდა დასტურდება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებით. აგრეთვე, სახელმწიფო წარმატებით ასრულებს დანაპირებს, ეროვნულ დონეზე მოაგვაროს სარჩელები. დღევანდელი მონაცემებით უკვე 128 საქმე მორიგებით ან მთავრობის გადაწყვეტილებით მოგვარდა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების შესამუშავებლად/დასახვეწად – მედიაცია და არბიტრაჟი ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმას და დაგროვილი სარჩელების შემცირებას”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად