სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მიზანი ურყევია, ეს არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება

“ჩვენი მიზანი ურყევია, ეს არის გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერც შეგვაცვლევინებს. ეს არის ჩვენი და ხალხის, მოსახლეობის ურყევი გადაწყვეტილება და ამიტომ ვართ ძლიერი ამ მიმართულებით,” – ასე დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში “ნატოს” წარმომადგენლობასთან შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილი პირადად შეხვდა “ნატოს” გენერეალური მდივნის მოადგილეს, ქვეყანაში არსებული გამოწვები გაუზიარა და მტკიცე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა:

“ჩემი მხრიდან მე კიდევ ერთხელ წარვუდგინე არსებული სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასე ვერ გაგრძელდება და საჭირო არის ყოველგვარი საშუალებებით დავძლიოთ ოკუპაცია და ამაში კიდევ უფრო გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ შევძლოთ დეოკუპაცია და ქვეყნის მთლიანობის აღდგენა.

ჩვენი მიზანი ურყევია, ეს არის გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერც შეგვაცვლევინებს. ეს არის ჩვენი და ხალხის, მოსახლეობის ურყევი გადაწყვეტილება და ამიტომ ვართ ძლიერი ამ მიმართულებით. ეს არის ჩვენი ყველას არჩეული გზა, ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია და ალბათ ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო ამ გზაზე ივლის წინ ძალიან ეფექტურად,” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა.

ორმხრივი შეხვედრის დაწყების წინ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანიბისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის “ნატოს” გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი “ოქრის საწმისის” ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ “ნატოს” წარმომადგენლობა ბათუმის აეროპორტს რამდენიმე წუთში დატოვებს. როუზ გოტმიოლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა:

“მე, ძალიან ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც ნატო-მ და საქართველომ ერთად ჩაატარეს. განსაკუთრებით საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ერთ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ველოდები ამ დღეს. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლავთ და საქართველოსთან მუშაობის გაგრძელებას ველოდები“, – განაცხადა გოტმიოლერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...