სალომე ზურაბიშვილი: არსად გამიგია, ქვეყნის მკვიდრი იჩემებდეს, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არისო, გაოცებული ვარ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, დავით გარეჯის საკითხი აზერბაიჯანულ მზარესთან მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში, 2005 წელს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის.

“ჩვენი საზღვრები საბჭოთა პერიოდში, მთელი 70 წელიწადი დადგენილი იყო რუსეთის მიერ, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საზღვრებით. როდესაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დამოუკიდებლობა მიიღეს, მიღებული სამართლებრივი წესი იყო, რომ სწორედ ის ადმინისტრაციული საზღვრების რუკა, რომელიც არსებობსა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ის იქნებოდა ახალი საზღვრების დელიმიტაციის სახელმძღვანელო.

დღეს ის საკითხები, რაც დგას, არის სწორედ ის საკითხებიმ ეს რუკა როგორ იყო ან არ იყო გამოყენებული. მე ეს საკითხი სხვა კუთხიდან ვიცი. როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ ჩვენ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იმიტომ რომ იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით, თუ არა საზღვრები ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამიტომ, პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში დავსვი ეს საკითხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხი იყო ზუსტად იგივე – მეც გეთანხმებით, აუცილებელია, ჩვენ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ, არა 100 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ. იგივე გვაქვს სომხეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ.

რას შეეხება დავით გარეჯის საქმის გამოძიებას, ამაში ვერ ჩავერევი და ვიტყვი ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რადგან ამ საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მინისტრობის დროს და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე, არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი იყო აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი შეუთანხმებელი მონაკვეთი. მეორე იყო წითელი ხიდი და კიდევ სხვა პატარა მონაკვეთები. ეს იყო იმდენად შეუთანხმებელი, რომ ჩვენ, მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია, ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას და უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე. ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთები დაჟინებით ამბობენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. არსად არ გამიგია, ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი, როგორც გინდა ისე დავარქვათ, იჩემებს, რომ არა, ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის, ამისგან ვარ გაოცებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღეს თუ მიდის მოლაპარაკება ორ სახელმწიფოსა და ორ პრეზიდენტს შორის ამ საკითხზე, საქართველოს პრრზიდენტმა განაცხადა:

“ჩვენ შევთანხმდით, რომ საჭირო იყო, კომისიებს ხელახლა განეახლებინათ მუშაობა. გვინდა ორივე მხარეს ეს საკითხი დასრულდეს მეგობრულად. ყოველთვის არის კომპრომისის ვარიანტები, მით უმეტეს, როდესაც ამდენი საერთო ინტერესი გვაქვს ორივე ქვეყანას. პრეზიდენტი დამეთანხმა ძალიან მეგობრულად. ვიღაცებმა თქვეს, რომ რაღაც არ ესიამოვნაო, მაგრამ არ იყო ეს სწორი. ძალიან მეგობრულად შევთანხმდით, რომ ეს ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი სტაბილურობის, მით უმეტეს, ამ რეგიონში. თუ არ იქნება სტაბილურობა, არც ჩვენი გაზსადენები, არც ჩვენი სატრანსპორტო ქსელები, არც ჩვენი პორტები, არც არაფერი აღარ იქნება. რაც ჩვენთვის მართალია, ასევე მართალია აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის. კომისია როცა იმუშავებს და გამოკვეთს, სად არის უთანხმოება, რა ნაწილებში, მერე არის მუშაობა რამე კომპრომისზე. ეს უკვე არის საკითხი, რომელიც დაისმება უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე. შეიძლება, მინისტრების, შეიძლება, საბოლოოდ პრეზიდენტების დონეზე. ეს არავინ არ იცის, როგორ წავა და რა დროში იქნება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ფორმა და ჩვენ უნდა ჩავჯდეთ ამ კალაპოტში”.

შეგახსენებ, დავით გარეჯის საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის თქმით, პროკურატურის წარმოდგენილი ტერიტორია, ასეთი სახით საქართველოს საზღვრებში არასდროს ყოფილა. 

დავით გარეჯის საქმეში  ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარი პატმრობიდან 20- 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გაანცხადებით,   “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.” 

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და განაცხადა, რომ  ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელიც საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)

მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...