“სალომე ვოვას ფავორიტი” – სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქუთაისში აქციის ფონზე

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ამომრჩეველს ხვდება. შეხვედრას თბილის მერი კახი კალაძე, პარლამენტის წევრები, ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრებიც ესწრებიან.

შეხვედრის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს.

"ნუ შეურაცხყოფ გმირებს" "სალომე ვოვას ფავორიტი" აღნიშნული ბანერებით მესხიშვილის თეატრის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე წუთში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთნ შეხვედრაა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არიან "გაერთიანებული ოპოზიციის" მხარდამჭერები, სალომე ზურაბიშვილის მომხრეებს მონებს უწოდებენ და ზურაბიშვილის ქუთაისში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...