სალომე სამადაშვილმა საქართველოს ხელისუფლების სახელზე აშშ სენატიდან გამოგზავნილი გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მოწოდებას, მთავრობის მეთაურის სახელზე, სენატიდან მიღებული წერილის გასაჯაროების შესახებ, ხელისუფლება არ გამოეხმაურა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა დაპირებისამებრ,სპეციალურ ბრიფინგზე წერილის შინაარსი გაასაჯაროვა.

სალომე სამადაშვილმა სენატორ როჯერ ვიკერის კრიტიკული წერილის შინაარსზე ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დოკუმენტს “ქართული ოცნება” მალავდა, რადგან მასში პირდაპირ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში.

“საქართველოს ხელისუფლებამ წერილი იმიტომ გადამალა, რომ განსხვავებით სხვა წერილებიდან, აღნიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში. სენატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში განიხილოს, საარჩევნო სისტემაში იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც დაუბრუნებს ქართველ ხალხს რწმენას საარჩევნო სისტემაში. ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ქვეყანა ფაქტობრივად ჩიხში შეჰყავს,”- განაცხადა  სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად