სალომე სამადაშვილი: ზურა ჯაფარიძე საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით აზიანებს საერთო ოპოზიციურ ინტერესს

ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით ჯაფარიძის განცხადება, რომ არ აინტერესებს რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველები, უცნაურია.

„როდესაც პოლიტიკოსი, რომელიც დასახელებული იყო ოპოზიციის მხრიდან ერთიან კანდიდატად ამბობს, რომ მას არ აინტერესებს რას ფიქრობს ამომრჩეველი და ეს განაცხადა ბატონმა ჯაფარიძემ არის უცნაური. ზურა ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის სამაჟორიტარო ოლქში დადგა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების კანდიდატი, ეს იმას ნიშნავს რომ მას მხარი უნდა დაუჭროს ყველა პარტიის ამომრჩეველმა რომელმაც ის დაასახელა კანდიდატად, მათ შორის ჩვენი პარტიის ამომრჩეველმა. როდესაც ის აცხადება რომ არ აინტერესებს რას ფიქრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის. ძალიან სამწუხარია ჩვენთვის. რომ ბატონი ჯაფარიძე საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით აზიანებს საერთო ოპოზიციურ ინტერესს, ჩვენი ინტერესი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში არის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატის გია ვოლსკის დამარცხება”,  – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად