სალომე სამადაშვილი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე: საზოგადოებას შეუძლია ყველაფერი დაიჯეროს ხელისუფლებაზე, მათ შორის ისიც რომ ამ ყველაფრის ინსცენირება გააკეთა

ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა ტვ ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

,,გუშინ და დღეს ძაან ბევრი ადამიანი საუბრობდა რომ რაღაცა სპექტაკლს გავდა და ეს დადგმული იყო, საზოგადოებას შეუძლია ყველაფერი დაიჯეროს ხელისუფლებაზე მათ შორის ისიც, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამის ინსცენირება გაეკეთებინა. ეს ჩემთვის შემაძრწუნებელია საერთოდ. რეალობა არის რომ სპექტაკლთან კი არა, ჩვენს ცხოვრებასთან გვაქვს საქმე და გუშინ დავინახეთ ჩვენი სიცოცხლე არის სრულაიდ დაუცველი. ამას არჩევნებთან ის კავშირი აქვს, რომ შეუძლებელია ამ ხალხმა გააგრძელოს ქვეყნის მართვა, რადგან სახელმიფო ჩამოშალეს.”-განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად