სალომე სამადაშვილი: ვუერთდები “ლელოს” ინიციატივას- მზად ვარ ნიკა მელიას თავდებში დავუდგე

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ლელოს” ინიციატივას უერთდება და ევროკავშირს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ მიმართავს.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილი facebook-ზე წერს.

“იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას” -წერს სალომე სამადაშვილი.

“ლელოს” ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე facebook-ზე წერს და ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს.

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...