სალომე სამადაშვილი უსუფაშვილს: დაიბარეთ კახა კალაძე პარლამენტში

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაიბაროს საჯარო საკომიტეტო მოსმენაზე  და კონსტიტუციურ უფლებებს ახსენებს.

"მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, გამოიყენოს საკუთარი საკონსტიტუციო უფლება, მოიწვის საჯარო საკომიტეტო მოსმენა და დაიბაროს კახა კალაძე. ეს არის მისი პირდაპირი ვალდებულება, ისევე როგორც ყველა პარლამენტარის – განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობაზე. 

ბატონი კალაძე ვალდებულია წარმოადგენდეს ამ ქვეყნის და იმ ხალხის ინტერესებს, ვინც ის აირჩია. მინდა შევახსენო, რომ ის არ არის კერძო ბიზნესმენი," – განაცხადა სამადაშვილმა ტელეკომპანიას "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში".

მან ასევე აღნიშნა, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით  კითხვები დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად