სალომე სამადაშვილი: უგულავა ერთადერთი პოლიტპატიმარი არ არის

გიგი უგულავას გარდა, საქართველოს პოლიტიკური პატიმრები კიდევ ჰყავს, ასევე ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა სტრასბურგში განაცხადა.

სამადაშვილი, უგულავას საქმეზე უმრავლესობის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რაც ევროპარლამენტარების მისიის ჩამოსვლას უკავშირდება.

“რაც უფრო მეტი დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე, ძალიან კარგია. დღეს უგულავას საქმე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგი უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი.

პოლიტპატიმარია გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი. პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან მელია, გვარამია, ანუ მთელი ჯარი არის ადამიანების. ამიტომ ჩვენი პოზიციით, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად