სალომე სამადაშვილი: თუ ყველა პუნქტი არ დაკმაყოფილდება, მაშინ აზრი ეკარგება ამ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

“ვფიქრობ, თუ არ მივაღწიეთ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც ჩვენ ვაყენებთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლიტიკური მოტივაციით ადამიანების სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას – თუ არ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ყველა ამ პუნქტს დააკმაყოფილებს, მაშინ აზრი ეკარგება ამ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა

“ანუ ოპოზიციის მხრიდან არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ ექნება. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მოთხოვნები, ეს უკავშირდება ციხეში უმიზეზოდ გამომწყვდეული კარტოგრაფების და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც ურცხვად ჩაუდეს იარაღი და დააკავეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ ეხება მის საქმეს და ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ გიორგი რურუა გაათავისუფლოს. როდესაც შეწყდება პოლიტიკური და მედიალიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა, აი მაშინ განვიხილავთ პარლამენტში მუშაობის არსს იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ გარემოში ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ესაა ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად