სალომე სამადაშვილი: თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, სიას გავანულებთ და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში

თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სიას გაანულებს და პარლამენტში 35 დეპუტატი არ შევა.

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.

“ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებისთვის არის ფარსი. ისინი ჩიხიდან გამოსვლის გზას არც ამ მოლაპარაკებებით არ ეძებენ.

თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს პარლამენტში შესვლას, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ უარს ვიტყვით, არამედ სია აღარ იარსებებს, გავანულებთ და არ იარსებებს არანაირი შემდეგი პოტენციური დეპუტატი სიაში. არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან 35 დეპუტატი, არამედ სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში. ეს სია აღარ იარსებებს ბუნებაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად