სალომე სამადაშვილი: სოციალური კომენტატორი ყოფილა ზურა ჯაფარიძე

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის პარტიის ამომრჩევლებს ვერ მოუწოდებს, რომ “გირჩის” ლიდერს და დიდუბის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურა ჯაფარიძეს ხმა მისცენ.

როგორც სალომე სამადაშილი სოცილაურ ქსელში წერს,  ამის მიზეზი ზურაბ  ჯაფარიძის აზრია, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმები.

“სამწუხაროა, რომ არსებობენ კანდიდატები, რომელთა დღის წესრიგი ენმ-ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა-მიშას გაკავება, მათივე სიტყვებით. ეს არის ბოდვა ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე და მარცხის ფორმულა. ცხადია, რომ მსგავსი მიდგომით ბატონი ჯაფარიძე ზრდის ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკის შანსს, გაიმარჯვოს, რაც, საშინლად გულდასაწყვეტია. მინდა, ბატონმა ჯაფარიძემ მოიგოს. ენმ-ს ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს.

ენმ-ს ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს. ოღონდ ეს ისეთი სიმართლეა, როგორიცაა ის, რომ მიშას და ბიძინას ერთი და იგივე რამე სურთ, ენმ-ს არ ეკუთვნოდა მაჟორიტარების ყველგან დაყენება, და ა.შ.
უცნაური განაცხადია პოლიტიკოსისგან რომ ‘ხმები’ არ აინტერესებს, დიახ, მაშინ სოციალური კომენტატორი ყოფილა ზურა ჯაფარიძე, და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი რომელსაც ხმები არ აწუხებს ისეთივე ოქსიმორონია, როგორც უხმო მომღერალი. მე თუ ამომრჩევლის ხმა არ მაწუხებს, რატომ დამიჭერს მხარს?

– წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა გუშინ, 25 სექტემბერს ჯაფარიძეს მოუწოდა ენმ-ს ამომრჩეველთან მისი პოზიცია განმარტოს და თქვა, რომ ბოდიში მოიხადოს. მანამდე კი ზურა ჯაფარიძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის ხმები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად