სალომე სამადაშვილი: შემდეგი არჩევნები ხელისუფლების შეცვლით დასრულდება

„ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე – ან ისინი გააკეთებენ შეთავაზებას, რომელიც ქვეყანაში აღადგენს დემოკრატიულ პროცესს, ან პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

“დღეს თუ ვინმეს ინტერესებშია, რომ რაიმე კომპრომისი იქნას მოძებნილი, ასეთი სწორედ მმართველი პოლიტიკური გუნდია. ყველა შემთხვევაში, ძალიან ცუდად არის მათი საქმე და რაც უფრო მეტად დაინახავს საზოგადოება, რომ ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს დემოკრატიული პროცესი და ქართველი ამომრჩევლის აზრი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური მომავალი.

ამიტომ ცვლილებებისთვის ფანჯარა ბევრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მოგონილი თარიღი, რომელიც ჩამოკიდა ხელისუფლება. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, ხელისუფლება მოიქცა როგორც ტერორისტი, რომელიც გაშანტაჟებს, როდესაც დააპატიმრა გიგი უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვთქვით, რომ იმისათვის, რათა მივაღწიოთ ქვეყანაში საარჩევნო სისტემას, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას არჩევნების შედეგებში, მზად ვართ, რომ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ. ახლა ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ისინი გააკეთებენ შეთავაზებას, რომელიც ქვეყანაში აღადგენს დემოკრატიულ პროცესს, ან პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება. ჩვენ ვემზადებით ყველანაირი სცენარისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რაც შესაძლოა მოგვიწიოს, მაჟორიტარობის კანდიდატების ერთიანი ძალებით წარდგენა და დაცვა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად იმისა, ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგი არჩევნები აუცილებლად დასრულდება ხელისუფლებაში მმართველი პარტიის შეცვლით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად