სალომე სამადაშვილი: სასაცილოდ გამოიყურება ენმ-ის პოზიცია, ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ “ნაცმოძრაობაში” მისი ადგილი აღარაა.

“სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ.’🙂 ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები.” – წერს სალომე სამადაშვილი.სალომე სამადაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...