სალომე სამადაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება მხარდაჭერა სანამ გიორგი რურუა ციხეში რჩება

“ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ, 8 მარტის შეთანხმება არ იქნება შესრულებული, სანამ გიორგი რურუა არ დატოვებს საპყრობiლეს” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, გიორგი პატიმრობაში დატოვების შესახებ.

“ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ჩაშალონ ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვონ საპყრობილეში. სამართლებრვი ლოგიკა გიორგის დატოვებას ციხეში არ გააჩნია.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლისუფლების ზეწოლით.
გაგრძელდება ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება მხარდაჭერა სანამ გიორგი ციხეში რჩება და გაგრძელდება ხელისუფლებაზე ზეწოლა ამერიკიდან და დასავლეთიდან. ისინი მოელიან ხელისუფლებისგან ერთადერთ გადაწყვეტილებას, გიორგი რურუას გათავისუფლებას საპყრიბილიდან”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა, რურუას აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად