სალომე სამადაშვილი ყარაბაღზე: საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

„მინდა, რომ ორივე მეზობელს მშვიდობა ვუსურვო. საერთაშორისო დიპლომატია ძალიან გააქტიურებულია და ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში შეწყდება. ჩვენს ინტერესებშია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან მძიმე ვითარების დასრულებას მშვიდობიანად შეძლებენ. ორივე მხარეს უნდა მოვუწოდოთ, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადშვილმა ყარაბაღის საკითხზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა,  რომ  აღნიშნულ განცხადებაში ახალი არაფერია.

„მთიანი ყარაბაღის თემაზე ყოველთვის იყო და იქნება იგივე, რაც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი არის ხელშეუხებელი და შესაბამისად ვერ ვხედავ, რა არის ახალი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ეს იყო ყოველთვის საქართველოს პოზიცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად