სალომე სამადაშვილი რურუას პატიმრობაზე: ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება სახიფათოა ნებისმიერი მოქალაქისთვის

“სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ნებისმიერი მოქალაქის შეურაცხყოფაა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენ უბრალოდ სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ასეთი გამოთქმა არსებობს – კენგურუს სასამართლო, რომელსაც შეუმდგარ სახელმწიფოებში გამოიყენებენ. ასეთად ჩამოყალიბდა საქართველო ივანიშვილის ხელში”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას  გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. 

მისი შეფასებით, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა აქვს დაკარგული, ეს ინსტიტუტი მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებს და “ქართული ოცნების” მმართველობა ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

“ქვეყანა, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დაწერილ მითითებას უგზავნიან მოსამართლეს, გააყალბებენ და ჩაუდებენ იარაღს ადამიანს. ეს რეალობა ოქტომბრის ბოლოს, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ. ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება სახიფათოა ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს არის რეალობა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ,  თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად