სალომე სამადაშვილი: ქართული ჯიგრული მიდგომით, რომელსაც პრემიერი ეძახის კორუფციას, სამშენებლო სექტორი მონოპოლიზირებულია კალაძესთან დაკავშირებული კომპანიების მიერ

საპარლამენტო  ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სალომე სამადაშვილი მთავრობის მიერ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას აფასებს და კორუფციულ სქემას ხედავს.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა “დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

“ის სქემა, რომელიც წარმოადგინა პრემიერის მრჩეველმა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული გეგმა, არის რეალურად, ძალიან მარტივად დალაგებული, კორუფციულ სქემა, როდესაც ერთი ხელით ხელისუფლება იღებს ჯიბიდან ფულს და საკუთარ ჯიბეში დებს, მეორე მხრივ, სწორედ ამ ქართული  ჯიგრული მიდგომით, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ეძახის კორუფციას, სამშენებლო სექტორი დღეს მონოპოლიზურებულია ბატონ კახი კალაძესთან დაკავშირებული კამპანიების მიერ და ეს სექტორი არის შესაბამისად გადანაწილებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის და რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი საკუთარი ბიზნესი გადარჩეს,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად