სალომე სამადაშვილი: პლებისციტზე თუ რამე რევიზია მოხდება, ესეც პოლიტსაბჭოს გზით უნდა მოხდეს

“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი, ეს მისთვის არავის არ აუკრძალავს” , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პლებისციტთან დაკავშირებით “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, იქამდე არ იცოდა მისი აზრი? – პასუხობს:

“მიხეილ სააკაშვილი არის კიევში და პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებს. პარტიული პოზიცია, რომელიც დაფიქსირებული იყო მოლაპარაკებებზე, არის მიღებული პოლიტსაბჭოს მიერ, ამიტომ თუ რაიმე რევიზია მოხდება ამ გადაწყვეტილებაში, ესეც უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოს გზით. მე ასე მიმაჩნია, რომ რახან პოლიტსაბჭომ დაამტკიცა, ასევე უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...