სალომე სამადაშვილი: ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას

ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაისის გზას, სპირალზე ტრიალებს ისტორია, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ხმა ისმის.

“ბევრი ადამიანი მწერს, ამიტომ აქ ვუპასუხებ: დღეს გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის განხილვაში არ შევალ, ეს არის სხვადასხვა დროს, ფარული მიყურადებით განხორციელებული პირადი საუბრების ჩანაწერების მონტაჟი. ანუ, რომ გესმოდეთ, შესაძლოა თქვენ საუბარს იწერდნენ, როდესაც ყავას სვავთ მეგობართან ერთად რომელიმე კაფეში ან რესტორანში. არაა გამორიცხული გისმენდნენ საკუთარ სამზარეულოშიც. ქართული ოცნება ისე გაიხრწნა, აღარც მალავს, რომ უსმენს, იწერს, უთვალთვალებს… ფარული ჩანაწერების ფრიალი რომ დაიწყო, მაშინ დაადგა ნაც მოძრაობის ხელისუფლება დაისის გზას. ახლაც ესეა, წრეზე არა, მაგრამ სპირალზე ტრიალებს ისტორია. ქოცების ადგილზე ამაზე უფრო ვიდარდებდი, ვიდრე ამ ჩანაწერის შინაარსზე. კოვიდის კარგი წამალი ისე კარგი ძილია-მადლობა ტელეიმედს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა დღეს ოცნების აგონიაში”,  – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ: ტვ “იმედის” ინფორმაციით, უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი აქვეყნებს ორ აუდიო ჩანაწერს, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გაერთიანებული ოპოზია – “ძალა ერთობაშია”-ს წევრი გუბაზ სანიკიძის საუბარია, სადაც რევოლუციურ სცენარზეა საუბარი.

პ.ს. “აიპრესი” ჩანაწერებს არ ავრცელებს, რადგან მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად