სალომე სამადაშვილი: პარლამენტში გიორგი გახარიას ოხუნჯობა სრულიად უადგილო იყო

„ჩვენ რაც ვიხილეთ პრემიერის უკანასკნელი ვიზიტისას ეს იყო სრულიად უადგილო ოხუნჯობა. რაღაც სიტყვამოსწრებული პასუხები, რითიც თავს არიდებდა კონკრეტულ შეკითხვებს“ – ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში , Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარდგენილ ანგარიშს.

„ჩვენ დღემდე გვწერს ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ რჩება კონკრეტული შეკითხვა – რას სთავაზობს მას კონკრეტულად სახელმწიფო. ადამიანებს რომლებიც არიან დარჩენილი შემოსავლის გარეშე, ადამიანებს, რომელთა ბიზნესი დგას გაკოტრების საფრთხის წინაშე და საქართველოს მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრისგან იმ პრობლემებზე რომელიც მათ აწუხებს, ვერ მიიღეს.
ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერს და მთავრობას, არა ოპოზიციას ან რომელიმე ოპოზიციურ ფრაქციას, არამედ ქართველ ხალხს გასცეს პასუხი შეკითხვებზე რომელიც მათ აქვთ და რომელზე პასუხი ვერ მიიღეს.
ადამიანებმა ვერ გაიგეს, როდესაც უკიდურესად არიან დამძიმებული ვალით, სახელმწიფო მათ რას სთავაზობს.
გვაქვს კონკრეტული შეკითხვები ბიზნესებიდან, რომლებმაც ასევე ვერ გაარკვიეს რას სთავაზობს მათ სახელწმიფო“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად