სალომე სამადაშვილი: “ოცნებას” ილუზია გაუჩნდა რომ პანდემიის გამოყენებით შეუძლიათ პოლიტიკურად აღდგნენ

წლების განმავლობაში დასუსტდნენ და ბოლოს 20 ივნისმა საბოლოოდ გაანადგურა”-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა”ფორმულასთან” განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი განადგურებულია.

„ქართულ ოცნებას მცდარი ილუზია გაუჩნდა, რომ პანდემია შეუძლია გამოიყენოს იმისთვის, რომ აღდგნენ პოლიტიკურად. ისინი, ფაქტობრივად, განადგურდნენ. ჯერ წლების განმავლობაში დასუსტდნენ და ბოლოს 20 ივნისმა საბოლოოდ გაანადგურა. ეს არის ძალიან ფუჭი მოლოდინი. თვითონაც იციან და სწორედ ამიტომ არის მათი ტონი აგრესიული. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერი 2 დღე იყო პარლამენტში და ფაქტობრივად, ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა. ბოლოს ოპოზიციის შეურაცხყოფასა და თავდასხმაზე გადავიდა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად