სალომე სამადაშვილი: “ოცნება” იმ პროპაგანდასაც ეწევა, რომ ხალხმა 41 კი არ შემოხაზოს, არამედ არ წავიდნენ არჩევნებზე

“ოცნება” იმ პროპაგანდასაც ეწევა, რომ ხალხმა 41 კი არ შემოხაზოს, არამედ არ წავიდნენ არჩევნებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ამომრჩევლის დაშინებას ცდილობენ. მოგვდის ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ აქტიურად ეწევიან იმის პროპაგანდას, რომ საერთოდ არ მიხვიდეთ არჩევნებზეო. ის კი არა, რომ მიდით და 41 შემოხაზეთ, არამედ საერთოდ არ მიხვიდეთო. დაბალი აქტივობა ხელისუფლებას აწყობს.

ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეც ვიცით, რომ შეკრების დროს გარკვეულ რისკს ვიღებთ საკუთარ თავზე. ახლა ამ სტუდიაში რომ ვიზავართ, ახლაც ვიღებთ გარკვეულ რისკს, მაგრამ ადამიანები იმდენად გამწარებულები არიან და სასოწარკვეთილებამდე მისული, რომ გადარჩენისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პროტესტის დაფიქსირება. ბათუმის გარდა ყველგან დიდი შეხვედრები იმართება. ხომ ვხედავთ, რო  ბევრი იწერება იმაზე, რომ კოვიდმა შექმნა საფრთხე დემოკრატიისთვის და ლიბერალიზმისთვის. ყველგან არალიბერალური რეჟიმები გამოიყენონ მაგალითად იმ თვალსაზრისით, რომ ხელი შეუშალონ ოპოზიციას საქმიანობაში. “ოცნებას ამას ჯერ ვერ აკეთებს. იმიტომ დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთზე, ეს დახმარებები და კრედიტები ციდან არ არის ჩამოვარდნილი. ამის მიუხედავად ხელისუფლება წერტილოვან თავდასხმებს ახორციელებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად