სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია პარლამენტში სამშაბათს – 27 აპრილს შევა

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, 6 თვიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ, ბარიერგადალახული ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში 27 აპრილს შევა.

“პირველი დღე ფაქტობრივად ამ შეთანხმების შესრულების დაწყების იქნება შემდეგი სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეგვიძლია სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...