სალომე სამადაშვილი: “ნაცმოძრაობას” არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას, რა გეგმა აქვს შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კითხვაზე, რა შანსს უტოვებს მცირე პარტიებს პოლიტიკურ ველზე „ნაციონალური მოძრაობის“ დომინირება და სააკაშვილის ფაქტორი, სალომე სამადაშვილმა განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ მობილიზება გაუკეთა რა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას, ორპოლუსიანობა გარკვეულწილად გააღრმავა თუნდაც ასეთ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დამოუკიდებლად გადაიბაროს და ამიტომ, კოალიციური მართვა ქვეყნის გარდაუვალი მომავალია.

]თქვენ იცით, რომ ნიკა მელია უახლოეს დღეებში აპირებს, წარადგინოს ჩრდილოვანი კაბინეტის კოალიციური შემადგენლობა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოდელი, რადგან ჩვენ ქვეყანაში შემდეგი ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, სწორედ კოალიციური შემადგენლობის იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...