სალომე სამადაშვილი: “ნაცმოძრაობა”, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჯერ საერთოდ პარლამენტში საქმიანობა არ დაგვიწყია. დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს თავის პირობები. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და “ნაციონალური მოძრაობა”, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი, ასევე, პარლამენტში. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტისაბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთასნ განაცხადა.

“დღევანდელმა დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მე ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა.

იცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება – ეს იქნება პირველი კანონპროექტი, რომელსაც მხარს დაუჭერს, მათ შორის, პარლამენტში შესული ოპოზიცია, რის შედეგადაც ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდება. როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მზად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა მიიღოს ამნისტიის კანონმა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...