სალომე სამადაშვილი: მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება-ვნახოთ, რა შეთავაზებები იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებიდან

ჩვენი პარტიული რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ყველაზე კონკურენტუნარიანი”-განაცხადა “ნაციონალური მოზრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” საუბრისას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კამპანიას გლდანსა და სამგორში დღეიდან იწყებს. ეს ის ორი ოლქია სადაც პარტია საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. დანარჩენ ოლქებს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები გაინაწილებენ.

სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიული რესურსიდან გამომდინარე, ყველაზე კონკურენტუნარიანები არიან:

“მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და თბილისში განვაცხადეთ, რომ ვქმნით შესაძლებლობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეკლექტური და მრავალფეროვანი წარმომადგენლობა იყოს მაჟორიტარულ ოლქებში. ჩვენი პარტიული რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ ყველაზე კონკურენტუნარიანი. რაც შეეხება რეგიონებში მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შედგეს შეთანხმება, რომ მეორე ტურებში მოხდება ოპოზიციის მხრიდან ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერა. ვნახოთ, რა შეთავაზებები იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. მე არ შემიძლია დღეს რაიმე კონკრეტულ კანდიდატებზე გესაუბროთ,”- განაცხადა “ნაციონალური მოზრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად