სალომე სამადაშვილი: მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა – მომავალში მიხვდება

“მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა – მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

„იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა… ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა – მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო:):) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ -ყველა სხვა ადგილი დაკავებულია.

ეს ფოტო გზავნილი მომეწონა – მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, რის შესახებაც მან გუშინ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...