სალომე სამადაშვილი: მე არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტების სისტემა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ მოსწონს, თუმცა განმატავს, რომ ამ ბოიკოტის შეწყვეტის შესაძლებლობა მათ “ქართულმა ოცნებამ” უნდა მისცეს. 

“ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მე არ მომწონს საპარლამენტო სისტემა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა ამის შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს სწორედ იმ შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფასილიტატორობაც საკუთარ თავზე აიღეს ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ პროტესტის ნიშნად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. “ქართული ოცნება” ოპოზიციის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ამასთან, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობის დიალოგი დაიწყო, რომლის ორი რაუნდიც უკვე შედგა.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდის გამართვის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

მათი განმარტებით, ისინი შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები ცენტრალური კომისიის ახალი შემადგენლობით დაინიშნება. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და შეთავაზება მათ უნდა წარმოადგინონ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად